რუსთაველის თატრმა 20 ივნისიდან – 29 ივნისის ჩათვლით, მონაწილეობა მიიღო ყაზახეთში, მეორე მსოფლიო თეატრალურ ფესტივალზე. 23-24 ივნისს , გასტროლის ფარგლებში ყაზახეთის აუეზოვის სახელობის ნაციონალური დრამატული თეატრის სცენაზე, წარმოდგენილი იქნა სპექტაკლი „დაკანონებული უკანონობა“. ბერტოლდ ბრეხტის მხიარული არაკი ორ მოქმედებად. დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუა; რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე 27 ივნისს ამავე სპექტაკლი, რუსთაველის თეატრმა წარადგინა ასტანაში .
