დიდი სცენა; ერთ მოქმედებად
რუსთაველის თეატრი წარმოგიდგენთ სოფოკლეს “ელექტრას” თავისებურ ვერსიას. ძმათა სისხლის ღვრით ადამიანებს ვერ გააკვირვებ. ამ ტრაგედიაში კი მოთხრობილია ბერძენთა შორის ყველაზე უფრო სისხლიანი გვარის ამბავი. სამწუხაროდ, შურისძიებისა და ძალაუფლების წყურვილით ანთებული ადამიანები უხსოვარი დროიდან არ ინდობდნენ ერთმანეთს. მაგრამ ელექტრას უფრო მძიმე ტვირთი აწევს – მამის მკვლელი დედაა და ასულმა, ძმასთან ერთად, სწორედ მშობელ დედაზე უნდა იძიოს შური.