კახი კავსაძე
დაიბადა 1935 წელს.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
რუსთაველის თეატრის მსახიობია 1959 წლიდან.
რუსთაველის თეატრისსცენაზე განსახიერებული როლები:
ფორტინბრასი (შექსპირი ,,ჰამლეტი”, რეჟისორი – დ. ალექსიძე),
მარსელი (გ. მდივანი ,,ტერეზას დაბადების დღე”, რეჟისორი – დ. ალექსიძე),
დავით დადიანი (ნ. მრევლიშვილი ,,ნიკოლოზ ბარათაშვილი”, რეჟისორი – დ. ალექსიძე),
კოტე (ლ. სანიკიძე ,,ქუთათურები”, რეჟისორი – დ. ანთაძე),
ტიტიკო (,,სიმღერა შევარდენზე”),
ნოე (რ. ნეში ,,წვიმის გამყიდველი”, რეჟისორი – ბ. კობახიძე),
ადამი (ი. შტოკი ,,ღვთაებრივი კომედია”, რეჟისორი – ბ. კობახიძე),
ჯიმი (ბ. ბრეხტი ,,სამგროშიანი ოპერა”, რეჟისორი – დ. ალექსიძე),
გლეხი, ყმაწვილი, მოცინარი, მეფე (სულხან-საბა ორბელიანი ,,სიბრძნე სიცრუისა”, რეჟისორი – ნ. ხატისკაცი),
გურამი (ნ. დუმბაძე ,,მზიანი ღამე”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ჩონთა (ვაჟა-ფშაველა ,,მოკვეთილი”, რეჟისორი – ა. ჩხარტიშვილი),
მიდი-მოადე (ა. სულაკაური “სალამურა”, რეჟისორი – რ. სტურუა),
თავადი კოწია (შ. დადიანი ,,გუშინდელნი”, რეჟისორი – თ. ჩხეიძე),
დევდარიანი (ნ. დუმბაძე ,,საბრალდებო დასკვნა”, რეჟისორი – რ. სტურუა),
სოლეიმანი (ა. სუმბათაშვილ-იუჟინი ,,ღალატი”, რეჟისორი რ. სტურუა),
ილიკო (ნ. დუმბაძე ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონო”, რეჟისორი – რ. სტურუა),
სიმონ ჩაჩავა (ბ. ბრეხტი ,,კავკასიური ცარცის წრე”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ლორდ ჰასტინგსი (შექსპირი ,,რიჩარდ III”, რეჟისორი – რ. სტურუა),
აკბარი (კ. გოლდონი ,,მშვენიერი ქართველი ქალი”, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი),
კენტი (შექსპირი ,,მეფე ლირი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
კაპიტანი ქობალავა (ალ. ჩხაიძე ,,სამიდან ექვსამდე”, რეჟისორი – ბ. კობახიძე),
რასპუტინი (მ. ჯავახიშვილი ,,კვაჭი კვაჭანტირაძე”, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი),
მოსე (ი. სამსონაძე ,,იქ სადაც ღვარად მოედინება”, რეჟისორი – გ. თავაძე),
ბატონი დევი (ლ. თაბუკაშვილი ,,მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”, რეჟისორები – რ. სტურუა, დ. ხინიკაძე),
კოტე (რ. ჰარვუდი ,,მოხუცი ჯამბაზები’’, რეჟისორი – გ. კაპანაძე).
2003 წელს ვაშინგტონში Synatic theatre-ში ვაჟა-ფშაველას ,,სტუმარ-მასპინძელში” შეასრულა ჯოყოლას როლი. ამავე წელს ითამაშა მოსკოვის სამხატვრი თეატრში, რ. მარხოლის სპექტაკლში ,,კვარტეტი”.
ჯილდოები:
1976წ. – საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
1981წ. – საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
2001წ. – იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი ,,იპო”
2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის ,,ვარსკვლავი’’.
2009წ. – კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
2010წ. – რუსთაველის პრემია