კონკურსი ახალგაზრდა რეჟისორებისთვის ! (01/02/2019-01/03/2019)
1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და
ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის მიზნით, რუსთაველის თეატრი
140-ე სეზონზე აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა რეჟისორებისთვის. კონკურსის შედეგად
შეირჩევა სამი რეჟისორი, რომლებიც რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე
დადგამენ სპექტაკლს.
ძირითადი მოთხოვნები:
➡️ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეჟისორს, რომლის ასაკიც არ აღემატება 30
წელს.
➡️ სასურველია, მონაწილეს დადგმული ქონდეს მინიმუმ სამი სპექტაკლი
➡️ მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შერჩეული ქართული, უცხოური თანამედროვე ან
კლასიკური პიესა და მისი ანალიზი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ :
➡️ პროფესიული რეზიუმე;
➡️ პირადობის მოწმობის ასლი;
➡️ დიპლომის ასლი;
დაინტერესების შემთხვევაში ინფორმაცია მოგვაწოდეთ მეილზე:
info@rustavelitheatre.ge;
ან რუსთაველის თეატრში
მისამართზე : რუსთაველის გამზ. #17
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
(032) 2 99 98 64 (032) 2 93 38 18
