რუსთაველის ეროვნული თეატრი აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა რეჟისორებისთვის. შერჩეულ კონკურსანტს საშუალება ექნება ექსპერიმენტულ სცენაზე დადგას სპექტაკლი. საკონკურსო პიესა – სოფოკლე „ოიდიპოს მეფე“.
კონკურსის მიზანი თეატრალური ხელოვნების განვითარება და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენაა.
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე მოხდება რეზიუმეების გადარჩევა, მეორე ეტაპზე გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეჟისორს, რომლის ასაკიც არ აღემატება 35 წელს.
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს:
კონცეფცია;
პროფესიული რეზიუმე;
პირადობის მოწმობის ასლი;
დაინტერესების შემთხვევაში ინფორმაცია მოგვაწოდეთ მეილზე: info@rustavelitheatre.ge;
ან რუსთაველის ეროვნულ თეატრში მისამართზე: რუსთაველის გამზ. #17
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 22 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 933 818