მამუკა ლორია
დაიბადა 1955 წელს.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1985 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
ბანკის მოხელე (პ. ტრავერსი ,,მერი პოპინსი”, რეჟისორი – ნ. ხატისკაცი),
ჭიპი ჭიპურტანიძე (მ. ჯავახიშვილი ,,კვაჭი კვაჭანტირაძე”, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი),
ლევანი (ი. სამსონაძე ,,ბედნიერი ბილეთი”, რეჟისორი – გ. ანთაძე),
სტუმარი (ფ. გარსია ლორკა ,,სისხლიანი ქორწილი”, რეჟისორები – მ. სვირავა, ლ. წულაძე),
პეტრე (მ. ჯავახიშვილი ,,მუსუსი”, რეჟისორი – გ. ჟორდანია),
მეცამეტე (ა. ჩეხოვი ,,პალატა 16”, რეჟისორი – დ. ანდღულაძე),
სოგრატი (დ. კლდიაშვილი ,,ირინეს ბედნიერება”, რეჟისორი – ა. ენუქიძე),
ჯარისკაცი (შექსპირი ,,მაკბეტი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
მოძღვარი (ხ. ლევინი ,,პირდაღებული”, რეჟისორი – დ. საყვარელიძე),
მუნჯი (გრ. რობაქიძე ,,ლამარა”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ჯეონკა (კ. გოცი ,,ქალი-გველი”, რეჟისორები – რ. სტურუა, დ. საყვარელიძე),
შალვა (ბ. ბრეხტი ,,კავკასიური ცარცის წრე”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ხელოსანი (დ. კლდიაშვილი ,,დარისპანის გასაჭირი”, რეჟისორები – რ. სტურუა, ზ. პაპუაშვილი),
სარკიანი მსახური (ო. ჭილაძე ,,წათეს წითელი წაღები”, რეჟისორი – გ. ლორთქიფანიძე),
პოლიციელი (ა. ნოტომი ,,მტრის ნიღაბი”, რეჟისორი – რ. სტურუა)
კინა-ლოკო (ა. სულაკაური ,,სალამურა”, რეჟისორები – რ. ჩხაიძე, დ. კვირცხალია),
მცველი (ო. უაილდი ,,ვარსკვლავბიჭუნა”, დამდგმელი რეჟისორი – რ. სტურუა, რეჟისორი – დ. მღებრიშვილი).
მისანი (უილიამ შექსპირი ,,იულიუს კეისარი”, რეჟისორი – რობერტ სტურუა).
მონაწილეა სპექტაკლისა ,,იაკობის სახარება’’.
გადაღებულია ფილმებსა და ტელესერიალებში:
“ჩოლარა”, “მეხანძრის სიზმარი”, “შთამომავლობა”, “1001 რეპეტიცია”, “გარიგება”, “მიდი, ძმაო, მიდი”, “ჯართოსანი”, “ლოლიტა”, “სახლი გარეუბანში”, “თვინიერი”, “თბილისო, თბილისო”, “უნამუსო”, “ხსოვნა”, “ყავა და ლუდი”, “შუა ქალაქი”, “გენერალს წერილებს არავინ არ სწერს”, “გოგონა გარეუბნიდან”, “გააგრძელე საქართველოს ისტორია”, “37”, “უღვთოთა კავშირი”, “ჯეიმს ბონდი” და სხვა.
ჯილდოები:
რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალზე მიღებული აქვს “ოქროს ნიღაბი” სპექტაკლისათვის “მაკბეტი”.