რუსთაველის თეატრის მუზეუმი ოფიციალურად 1932 წელს ალექსანდრე ახმეტელის მხარდაჭერით დაარსდა, მისი პირველი გამგე და სულისჩამდგმელი თეატრის მსახიობი და ლიტერატურული ნაწილის გამგე ია ქანთარია გახლდათ. იგი წლების განმავლობაში აგროვებდა იმ ისტორიულ მასალას, რომლის საფუძველზე შეიქმნა და შეივსო მუზეუმის ფონდები:
ხელნაწერთა განყოფილება – 8 ათასი ერთეული (აკაკი წერეთლის ხელნაწერი პიესისა ,,გელა”, სანდრო ახმეტელის სპექტაკლების სარეპეტიციო ჩანაწერები არჩილ ჩხარტიშვილის მიერ ).
ფოტო – ფონო განყოფილება – 35 ათასი ერთეული (მარლენ ბაბოვის, იური მეჩიტოვის და მედეა ოქიტაშვილის მიერ გადაღებული 16 ათასი ფოტო – ნეგატივი ასახავს რუსთაველის თეატრის მნიშვნელოვან შემოქმედებით მოვლენებს: პრემიერებს, გასტროლებს, შეხვედრებს, საღამოებს, გამოფენებს, დისკუსიებსა და სპექტაკლების საიუბილეო თარიღებს).
სახვითი განყოფილება – 3 ათასი ერთეული (ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ირაკლი გამრეკელის, სერგო ქობულაძის, სოლიკო ვირსალაძის, გიორგი ალექსი-მესხიშვილის, მირიან შველიძის, თეიმურაზ ნინუას კოსტუმებისა და დეკორაციების ესკიზები, მაკეტები).
აუდიო – ვიდეო განყოფილება – სანდრო ახმეტელის სპექტაკლების (,,ლამარა”, ,,ანზორ”, ,,ყაჩაღები”) ფრაგმენტებისვიდეოჩანაწერები, რუსთაველის თეატრის გასტროლები ლონდონში (1980წ.) ასევე მიმდინარე რეპერტუარის ვიდეომასალა.
კოსტუმები – სპექტაკლებისა: ,,ოტელო”, ,,ოიდიპოს მეფე”, ,,ხანუმა” ,,რიჩარდ III”, ,,კავკასიური ცარცის წრე” , ა. სუმბათაშვილ – იუჟინის უნიკალური თეატრალური სამოსი.