რუსთაველის თეატრის და თუმანიშვილის ფონდის ერთობლივი პროექტი პიესარუსთაველის თეატრისთვის. მონაწილეობის მსურველ დრამატურგთა (35 წლამდე ასაკის) საყურადღებოდ: წარმოადგინეთ თქვენი პიესა 20 აპრილიდან 23 აპრილამდე თუმანიშვილის ფონდში 2 ეგზემპლარად, ხოლო ელექტრონული ვერსია გადმოაგზავნეთ მისამართზე:
info@rustavelitheatre.ge და geodrama2015@yahoo.com
პიესა არ უნდა იყოს დადგმული და/ან დაბეჭდილი.
ბატონი რობერტ სტურუა შეხვდება დრამატურგებს (თარიღს გაცნობებთ!), ჩაატარებს უორქშოპს და ღია კონკურსის შედეგად შეირჩევა საუკეთესო პიესები.
- შერჩეული პიესების საჯარო წაკითხვა მოხდება რუსთაველის თეატრში სეზონის ბოლომდე.
- სამი საუკეთესო პიესა შეირჩევა რუსთაველის თეატრში დასადგმელად.