22 აპრილს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში გაიხსნება ჟანრი ლოლაშვილის პერსონალური გამოფენა.
პირველი) თეატრთან ერთად. გრძნობების და დამოკიდებულებების ვიზუალიზაცია სიტყვების, გრიმის, მუსიკის, მბრუნავი სცენის და მისი ეფექტების გარეშე, მხოლოდ ხაზით და ფერით ის პროცესია, რომელიც არა რეჟისორებისგან, არამედ საკუთარი ცხოვრებისგან ისწავლა. მიზეზი – კიდევ ერთი, დამატებითი სამყაროს შექმნაა, სადაც არა საყოველთაო, არამედ მისეული წესები, კანონები, ესთეტიკა არსებობს; სადაც დრამატურგიც, სცენოგრაფიც, კომპოზიტორიც თვითონ არის და სრულიად თავისუფალია იმის პოვნაში, რასაც ეძებს.
„როდესაც სპექტაკლი მთავრდება და თეატრიდან გარეთ გამოვდივარ, ილუზორული სამყარო სრულდება და რეალობას ვაწყდები. იწყება ჰიპერრეალიზმი, რომელიც მომაკვდინებლად მოქმედებას ჩემზე. ჩემი სასიცოცხლო ძალა არის ილუზორული სამყარო. ამიტომ, ამ მხრივ, თეატრი და მხატვრობა ერთი და იგივეა, ორივე საკუთარი თავის ძიების და მიგნების პროცესია. სხვაობა მათ შორის არ არის“.
ჟანრი ლოლაშვილი
,,1959-61 წლიდან ხატავს, გამორჩეულია მისი სტილისტიკა, შესრულების მანერა და ტექნოლოგიები. გამოფენები ჰქონდა გერმანიაში, რუსეთში საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში. საქართველოში მიღებული აქვს ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობა, ხოლო პერსონალური გამოფენა მოაწყო პროკურატურამ. მის სახელს უკავშირდება 250 ნამუშევარი რომლებიც ინახება როგორც მასთან ასევე კერძო კოლექციებში საზღვარგარეთ.’’
ეკა კიკნაძე
ჟანრი ლოლაშვილი
დაიბადა 1942 წელს.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1966 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
მგელი, ბიჭი (სულხან-საბა ორბელიანი ,,სიბრძნე სიცრუისა”, რეჟისორი – ნ. ხატისკაცი),
ტიმოთე (ა. ცაგარელი ,,ხანუმა”, რეჟისორი – რ. სტურუა),
გრენგოლი (შ. დადიანი ,,გუშინდელნი”, რეჟისორი – თ. ჩხეიძე),
მეორე ვეზირი (ა. სულაკაური ,,სალამურა”, რეჟისორი – რ. სტურუა),
მწერალი (პ. კაკაბაძე ,,ყვარყვარე”, რეჟისორი – რ. სტურუა),
მერკუციო (შექსპირი ,,რომეო და ჯულიეტა”, რეჟისორი – გ. ქავთარაძე),
თედორე (ა. ტოლსტოი ,,ივანე მრისხანეს სიკვდილი” რეჟისორი – ლ. მირცხულავა),
მთხრობელი (ბ. ბრეხტი ,,კავკასიური ცარცის წრე”, რეჟისორი – რ. სტურუა),
გიორგი (ნ. წულეისკირი ,,თუთარჩელა”, რეჟისორი – ნ. ხატისკაცი),
ავშაროვი (მ. ჯავახიშვილი ,,ქალის ტვირთი”, რეჟისორი – თ. ჩხეიძე),
ვარსქენი (ი. ცურტაველი ,,შუშანიკის მარტვილობა”, რეჟისორი – ნ. ხატისკაცი),
ბრიგადირი (ა. გელმანი ,,დასაწყისი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ლენინი, ექიმი ობუხი, ტიხონოვ-ლუგოვოი (მ. შატროვი ,,ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე”, რეჟისორი – რ. სტურუა),
გოგი, ბანდიტი, დავითი (რ. სტურუა, ა. ვარსიმაშვილი, ლ. ფოფხაძე ,,ვარიაციები თანამედროვე თემაზე”, დამდგმელი რეჟისორი – რ. სტურუა, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი),
იონა (ლ. თაბუკაშვილი ,,ათვინიერებენ მიმინოს”, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი),
მასხარა (შექსპირი ,,მეფე ლირი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ლუარსაბი (ი. ჭავჭავაძე ,,კაცია-ადამიანი?!”, რეჟისორები – რ. სტურუა, ა. ენუქიძე)
ჟანრი ლოლაშვილს შექმნილი აქვს მრავალი დასამახსოვრებელი ეკრანული სახე. მან ითამაშა ფილმებში: “მწვანე მდელო”(რეჟისორი – ა. რეხვიავილი), “მოხეტიალე რაინდები” (რეჟისორი – თ. ფალავანდიშვილი), “ერთაწმინდა” (რეჟისორი – ზ. თუთბერიძე), “მოგზაურობა ქვეყნიერების დასასრულისკენ” (რეჟისორი – ა. მაიოროვი), “ნუცა” (რეჟისორი – ა. რეხვიაშვილი), “ჩემი ინგლისელი პაპა ანუ რობინზონიანა” (რეჟისორები – ნ. ჯორჯაძე და ი. კვირიკაძე), “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხზე” (რეჟისორი – ლ. ღოღობერიძე), “ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი” (რეჟისორი – რ. ჩხეიძე), “მიახლოვება” (რეჟისორი – ა. რეხვიაშვილი), “გზა შინისაკენ” (რეჟისორი – ა. რეხვიაშვილი), “დარჩი ჩემთან” (რეჟისორი – ზ. ურუშაძე), “ბაგრატიონი” (რეჟისორები – გ. ჭოხონელიძე და გ. მგელაძე), “საფეხურები” (რეჟისორი – ა. რეხვიაშვილი), “ჭა” (რეჟისორი – ჩარკვიანი), “ცხელი ძაღლი” (რეჟისორი – ზ. ურუშაძე), “სამი სახლი” (რეჟისორი – ზ. ურუშაძე) და მრავალი სხვა.
სატელევიზიო სპექტაკლები:
“კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”, “მიწისქვეშა სასახლეები” და სხვა.
მიღებილი აქვს წოდებები და ჯილდოები:
1976 წ. – საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი,
1979 წ. – სსრკ სახელმწიფო პრემია,
1981 წ. – საქართველოს სსრ სახალხო არტისტი,
2000 წ. – პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (,,კაცია- ადამიანი?!”, რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,ოქროს ნიღაბი”).
კონტაქტი:
ია შერაზადიშვილი/ 577 575786 / ელ.ფოსტა ia.sherazadishvili@gmail.com / 32 293 3818
ანო ვერულაშვილი /577 500572/ ელ.ფოსტა averulashvili@gmail.com
მაკა მჭედლიძე/ 599 899924/ makamchedlidze@gmail.com