4 მაისს 18:00 საათზე გიწვევთ!
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში რობერტ სტურუას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაზე.
გამოფენა გაგრძელდება 4 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით.
ბატონ რობერტ სტურუას შემოქმედებას მიეკუთვნება ისეთი ნიმუშები , როგორიცაა: „გამარჯვების ზეიმი“ — ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის თეატრის დარბაზის პლაფონის მოხატულობა (1945-50, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951); „ხალხთა მეგობრობის“ — სოფელ შრომის (ოზურგეთის რაიონი) კულტურის სახლის დარბაზის პლაფონი (1953-56); „ბოროტსა სძლია კეთილმან“ — მეშახტეთა კულტურის სახლი, ტყიბული (1957-60); ჭიათურაში, მეტალურგთა კულტურის სახლის პლაფონი, ფერწერული ფრიზი ვ. ი. ლენინის ცენტრალური მუზეუმის თბილისის ფილიალისათვის და მრავალი სხვა.
აღსანიშნავია, რობერტ სტურუას ნამუშევრები წიგნის გრაფიკაში. კერძოდ მაღალ პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას ქმნილებათა ილუსტრაციები.
