რობერტ სტურუა
თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი რობერტ სტურუა დაიბადა 1938 წლის 31 ივლისს ქ. თბილისში, ცნობილი ქართველი მხატვრის რობერტ სტურუას ოჯახში.
1961 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. იგი 1962 წლიდან რუსთაველის თეატრის დამდგმელი რეჟისორია, 1972-79 წლებში _ სარეჟისორო კოლეგიის წევრი, 1979 წლიდან _ მთავარი რეჟისორი, ხოლო 1980-2011 წლებში _ სამხატვრო ხელმძღვანელი. 2011 წლის აგვისტოში, მაშინდელი კულტურის მინისტრიეს ბრძანებით ბატონი რობერტი გაათავისუფლეს თანამდებობიდან და საერთოდ გაუშვეს რუსთაველის თეატრიდან. იმავე წელს სტურუა დაინიშნა მოსკოვის თეატრ ,,ეთ ცეტერა”-ს მთავარ რეჟისორად. 2012 წლიდან რობერტ სტურუა კვლავ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.
1980_89, 1991_95 წლებში რობერტ სტურუა იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი.
70-იანი წლები რობერტ სტურუას შემოქმედებაში აღინიშნა ბრწყინვალე დადგმათა მთელი კასკადით. სწორედ ამ წლებში გაჩნდა ცნება `სტურუას თეატრი”. პირველი გამაოგნებელი დადგმა, რომელმაც მთლიანად უარყო მანამდე არსებული ტრადიციული შეხედულებები, იყო `ყვარყვარე”. ამას მოჰყვა `კავკასიური ცარცის წრე”, `რიჩარდ III”, `მეფე ლირი”. . .
ბატონ რობერტს დადგმული აქვს სპექტაკლები: საარბრიუკენში, დიუსელდორფში, ათენში, მოსკოვში, ბუენოს-აირესში, თელ-ავივში, ლონდონში, სტამბულში, ჰელსინკში, სამარაში, ვაიმარში, რომში, კიევში, ანკარასა და იერუსალიმში.
მისი შემოქმედება დღეს ასზე მეტ დადგმას ითვლის.
2009 _ 2011 წლებში რობერტ სტურუა ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა რეჟისორთა სამაგისტრო ჯგუფს.
რობერტ სტურუას მიღებული აქვს უამრავი ჯილდო და პრემია.
`კავკასიური ცარცის წრე” შესულია XX საუკუნის მსოფლიო დადგმათა საუკეთესო ასეულში.
1992 წელს ,,რივერსაიდ სტუდიოში” (ლონდონი) დადგმული სპექტაკლი ,,ჰამლეტი” შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ შეიტანა XX ს-ის მეორე ნახევრის ,,ჰამლეტის” საუკეთესო დადგმათა ათეულში.
`მეფე ლირი” ინგლისში შეიტანეს სახელმძღვანელოში, რომლითაც ისწავლება შექსპირის პიესების დადგმის ისტორია ბრიტანეთის აკადემიაში.
რობერტ სტურუას `რიჩარდ III~ ჟურმალმა `Театр~ მსოფლიო პოლიტიკურ დადგმათა ათეულში შეიტანა.
სტურუა _ ჯილდოები, პრემიები
1975 წ. _ ალბერტ შვაიცერის პრემია
1976 წ. _ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
1976 წ. _ კ. მარჯანიშვილის სახ. პრემია (,,ყვარყვარე”)
1979 წ. _ სსრკ სახელმწ. პრემია (,,კავკასიური ცარცის წრე”)
1980 წ. _ საქართველოს სახალხო არტისტის წოდება
1980 წ. _ ინგლისის კრიტიკოსთა პრემია
1981 წ. _ იტალიის კრიტიკოსთა პრემია
1981 წ. _ რუსთაველის სახ. პრემია (,,რიჩარდ III”)
1982 წ. _ სსრკ სახალხო არტისტის წოდება
1988 წ. _ არგენტინეს სახელმწ. უნივერსიტეტის პრემია
1996 წ. _ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო არტისტი
(,,სრბოლა”)
1996 წ. _ საქართველოს სახელმწ. პრემია (,,მაკბეტი”)
1996 წ. _ გრან-პრი ,,ოქროს ნიღაბი”, რუსთავის თეატრალური
ფესტივალი (,,მაკბეტი”)
1996 წ. _ თბილისის საპატიო მოქალაქე
1997 წ. _ მიხ. თუმანიშვილის სახ. პრემია
1997-98 წ.წ._ პრემია სეზონის საუკეთესო სცენური ნაწარმოებისთვის
(,,ქალი გველი”, მიანიჭა _ თეატრალურმა საზოგადოებამ)
1998 წ. _ ,,ოქროს მედალი”, პრეზიდენტის სპეციალური პრიზი
რუსთავის თეატრალურ ფესტივალზე ,,ოქროს ნიღაბი”.
1998 წ. _ ღირსების ორდენი
1998 წ. _ ფეასტივალის ,,ბალტიისკი დომ” გრან-პრი (,,მერე რა რომ
სველია სველი იასამანი”)
1998 წ. _ ,,ჩაპლინ კლუბის” პრემია (რუსეთი)
1999 წ. _ ალ. ყაზბეგის სახ. პრემია
2000 წ. _ რუსეთის ფედერაციის სახელმწ. პრემია
2000 წ. _ ,,ოქროს მედალი”, პრეზიდენტის სპეციალური პრიზი
რუსთავის თეატრალურ ფესტივალზე ,,ოქროს ნიღაბი”
2001 წ. _ ,,პატრიარქის” საპატიო წოდება, თეატრალური პრემიის,
,,თოლიას”, გადაცემის VI ცერემონიალზე (მოსკოვი).
2002 წ. _ პ. კაკაბაძის სახ. პრემია
2002 წ. _ სტანისლავსკის სახ. საერთაშორისო პრემია (მსოფლიო
თეატრალური ხელოვნების განვითარებისათვის, მოსკოვი)
2003 წ. _ ,,Золотая Маска” (,,სენიორ ტოდერო”, სატირიკონის თეატრი,
მოსკოვი)
2003 წ. _ გრან-პრი ,,ოქროს ნიღაბი” რუსთავის თეატრალურ ფესტივალზე (,,ჰამლეტი”)
2005 წ. _ წლის რეჟისორი (,,სტიქსი”, ჟურნალი ,,სახეები”)
2006 წ. _ ფარაჯანოვის სახ. საერთაშორისო პრიზი
2006 წ. _ არგენტინის თეატრის ისტორიკოსთა და კრიტიკოსთა
ასოციაციამ (AჩE), 7 ნომინაციაში საუკეთესოდ სცნო
,,არტურ უის კარიერა” (სან-მარტინის თეატრი, ბუენოს
აირესი)
2009 წ. 27. მარტი _ შ. რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტმა მიანიჭა დ ო ქ ტ ო რ ი ს საპატიო Qწოდება
2009 წ. ივლისი _ ,,ოქროს ფრთა” _ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის სპეციალური პრიზი
2009 წ. 2 ნოემბერი _ გიორგი ტოვსტონოგოვის სახ. პრემია (რუსეთი. პეტერბურგი)
2009 წ. 8 ნოემბერი – ილია ჭავჭავაძის სახ. მედალი ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის (,,ილიაობა”)
2012 წ. 11 მარტი _ `Гвоздь сезона” (`ქარიშხალი”, თეატრი ,,Eტ ჩეტერა” , რუსეთის თეატრალური საზოგადოების ჯილდო)
2012 წ. 27 მარტი _ `გრან პრი~ (`ნადირობის სეზონი~, 2010 _ 2011 წლების სეზონის საუკეთესო ნაწარმოები)
2012 წ. 16 ივნისი _ თეატრალური პრემია `დურუჯი~ საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის _ `ნადირობის სეზონი~
2013 წ. 16 აპრილი _ `Золотая маска~ (`ოქროს ნიღაბი~) თეატრალურ ხელოვნებაში გაწეული წვლილისათვის (რუსეთის თეატრალური საზოგადოების ჯილდო)
2013 წ. 31 ივლისს თეატრალურ ხელოვნებაში გაწეული წვლილისათვის საქართველოს საპატრიარქომ (75 წლის იუბილესთან დაკავშირებით) წმინდა ნინოს ოქროს ორდენით დააჯილდოვა, ორდენი თავად პატრიარქმა გადასცა.
2014 წ. სექტემბერი _ არგენტინის კრიტიკოსთა ასოციაციამ 5 პრემია მიანიჭა იუჯინ ო’ ნილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს `ელექტრას ძაძები შვენის~ (საუკეთესო დადგმას _ `გრან პრი~, საუკეთესო რეჟისორს _ რობერტ სტურუას, ქალის საუკეთესო ეპიზოდური როლის შემსრულებელს _ მარია ფიგუერას, საუკეთესო
სცენოგრაფს _ Gაბრიელ კაპუტოს, საუკეთესო მხატვარ-გამნათებელს _ ფელიქს მონტის)
2014 წ. 22 ნოემბერი _ თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის (IთI) საბჭომ მსოფლიო თეატრისთვის გაწეული ფასდაუდებელი წვლილისათვის მიანიჭა მსოფლიო თეატრის ელჩის წოდება (საერთაშორისო თეატრის ინსტიტუტის 34-ე კონგრესი, ერევანი, სომხეთი).
სტურუას დადგმები რუსთაველის თეატრში:
ვ. ბლაჟეკი – ,,მესამე სურვილი”, დამდგმელი _ რ. სტურუა, მხატვარი –
მალაზონია, პრემიერა – 02.01.1963წ.
რ. სტურუა, გ. ქავთარაძე — ,,ბრალდება”, დამდგმელი –
სტურუა, კომპოზიტორი _ გ. ყანჩელი, პრემიერა _H28.06.1964წ. (მცირე
სცენა).
ვ. როზოვი – ,,ვახშმობის წინ” (გადმქართულებული ჯ. ჩარკვიანის მიერ.)Hმხატვარი – დ. თავაძე, Pპრემიერა –12.11.1963წ. (მც.სც.)
,,პოეზიის საღამო”, დამდგმელი _ მ. თუმანიშვილი, რეჟისორები: ბ. კობახიძე, კ. მახარაძე, რ. სტურუა, ე. ეგაძე, მხატვარი _ ო. ლითანიშვილი, კომპოზიტორი _ ბ. კვერნაძე, პრემიერა – 13.01.1964Eწ
ა. მილერი – ,,სეილემის პროცესი”, დამდგმელი – რ. სტურუა, მხატვრები: ო.ქოჩაკიძე, ი. ჩიკვაიძე, ა. სლოვინსკი, მუს. გაფორმება ე. მაჭავარიანის, თარგმანი – ქ. ლორთქიფანიძის, პრემიერა – 19.02.1965წ.
ჟ. რობერი – ,,შეხვედრა” (,,მარი ოქტომბერი”) თარგმანი პ. წერეთლისა, დამდგმლი — რ. სტურუა, მხატვარი – ფ. ლაპიაშვილი, პრემიერა – 08.09.1965
ნ. დუმბაძე – ,,მზიანი ღამე”, დამდგმელი – რ. სტურუა, მხატვრები _
ქოჩაკიძე, ა. სლოვინსკი, ი.Hჩიკვაიძე, კომპოზიტორი – გ. ყანჩელი,
P პრემიერა – 07.06.1966წ.
შ. რუსთაველი – ,,ვეფხისტყაოსანი” (კომპოზიცია რ. ებრალიძისა), დამდგმელები: ა. ჩხარტიშვილი, მ. თუმანიშვილი, გ. ჟორდანია, რ. სტურუა, ნ. ხატისკაცი, გ. ქავთარაძე, მხატვარი _ ო. ლითანიშვილი, ქორეოგრაფი
ზარეცკი, პრემიერა – 27.09.1966წ.
ე. ლაბიში – ,,ჩალის ქუდი”, მთარგმნელები _ გ. ასათიანი, ლ. ყურულაშვილი, დამდგმელი _ რ. სტურუა, მხატვრები _ ო. ქოჩაკიძე, ა. სლოვინსკი, ი. ჩიკვაიძე, კომპოზიტორი _ გ. ყანჩელი, ქორეოგრაფი _ ი. ზარეცკი, პრემიერა – 27.05.1967წ.
ა. ცაგარელი – ,,ხანუმა”, დამდგმელი – რ. სტურუა, მხატვარი –
მალაზონია, კომპოზიტორი – გ. ყანჩელი, ქორეოგრაფი – ი. ზარეცკი, P
პრემიერა – 01.10.1968წ.
ბ. ბრეხტი – ,,სეჩუანელი კეთილი ადამიანი”, მთარგმნელი _ ნ. რუხაძე, დამდგმელი – რ. სტურუა, მხატვარი – გ .მესხიშვილი, კომპოზიტორი – გ. ყანჩელი. Pპრემიერა – 15.06.1969წ.
დ. კლდიაშვილი – ,,სამანიშვილის დედინაცვალი”, დამდგმელები –
ჩხეიძე და რ. სტურუა, მხატვრები – მ. ჭავჭავაძე და აკ. რამიშვილი, P
პრემიერა 13.12.1969წ
,,ქართული ლექსის საღამო” დამდგმელი – რ. სტურუა, მხატვარი – თ. სუმბათაშვილი, პრემიერა – 29.03.1970წ. (მც.სც)
ს.Gჟღენტი – ,,მიწის შვილები”, დამდგმელები – მ. თუმანიშვილი და
სტურუა, მხატვარი – გ. მესხიშვილი, მუს. გაფორმება – ჯ. კახიძისა,
პრემიერა – 17.04.1970წ.
ა. სულაკაური – ,,სალამურა”, დამდგმელი – რ. სტურუა, მხატვარი –
იგნატოვი, კომპოზიტორი – ნ. გაბუნია, პრემიერა – 02.02.1971წ.
ჟ. ანუი – ,,მედეა”, მთარგმნელი – თ. ბიჭიაშვილი, დამდგმელი –
სტურუა, მხატვარი – თ. სუმბათაშვილი, კომპოზიტორი – გ. ყანჩელი.
პრემიერა – 30.09.1971წ.
,,ჩვენი მელოდიები”, დამდგმელი – რ. სტურუა, კომპოზიტორი –
ყანჩელი, მხატვრები: მ. შველიძე, უ. იმერლიშვილი, პრემიერა –
13.07.1972წ. (მც.სც)
ჰ. იბსენი – ,,ექიმი სტოკმანი”, მთარგმნელები _
პოლუმორდვინოვი, ლ. ფოფხაძე, დამდგმელი – რ. სტურუა, მხატვარი –
ალექსი – მესხიშვილი, პრემიერა – 04.11.1972წ.
ნ. დუმბაძე – ,,საბრალდებო დასკვნა”, დამდგმელი – რ. სტურუა, მხატვარი – გ. ალექსი – მესხიშვილი, კომპოზიტორი – ბ. კვერნაძე. Pპრემიერა -28.03.1973წ.
რ. თაბუკაშვილი – ,,რაიკომის მდივანი”, დამდგმელები _ რ. სტურუა, გ. ქავთარაძე, მხატვარი – გ. ალექსი-მესხიშვილი, კომპოზიტორები –
კვერნაძე, გ. ყანჩელი, პრემიერა – 06.02.1974წ.
პ. კაკაბაძე – ,,ყვარყვარე”, დამდგმელი – რ. სტურუა, მხატვრები _
შველიძე, უ. იმერლიშვილი, კომპოზიტორი – ბ. კვერნაძე, პრემიერა –
22.02.1974წ.
ა. სუმბათაშვილ-იუჟინი – ,,ღალატი”, მთარგმნელი – გ. ყიფშიძე, დამდგმელი – რ. სტურუა, მხატვარი – გ. ალექსი-მესხიშვილი, პრემიერა – 16.11.1974წ.
ბ. ბრეხტი – , ,,კავკასიური ცარცის წრე”, მთარგმნელები ძმები ჯორჯანელები, დამდგმელი – რ. სტურუა, მხატვარი – გ. ალექსი – მესხიშვილი, კომპოზიტორი – გ. ყანჩელი, ქორეოგრაფი – ი. ზარეცკი. პრემიერა – 12.09.1975წ.
ა. გელმანი – ,,დასაწყისი”, მთარგმნელი _ ლ. ფოფხაძე, დამდგმელი _
სტურუა, მხატვარი _ გ. ალექსი-მესხიშვილი, პრემიერა 25.12.1975წ.
ე. შვარცი – ,,დრაკონი”, მთაგმნელები _ ლ. ფოფხაძე, რ. სტურუა, დამდგმელი – რ. სტურუა, მხატვარი – გ. ალექსი-მესხიშვილი, კომპოზიტორი – ს. ბარდანაშვილი, პრემიერა – 15.10.1976წ.
ნ. დუმბაძე – ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, დამდგმელი – რ. სტურუა, მხატვარი – გ. ალექსი-მესხიშვილი, კომპოზიტორი – გ. ყანჩელი, პრემიერა – 14.03.1977წ
ე. გაბრიელოვიჩი, ი. რაიზმანი – ,,ჩვენი თანამედროვე”, გადმოქართულებული ნ. ხატისკაცის მიერ, დამდგმელები _ რ. სტურუა, ნ. ხატისკაცი, მხატვრები _ გ. ალექსი-მესხიშვილი, მ. შველიძე, პრემიერა -06.11.1977წ.
შექსპირი – ,,რიჩარდ III”, მთარგმნელი _ ზ. კიკნაძე, დამდგმელი – რ. სტურუა, მხატვარი – მ. შველიძე, კომპოზიტორი – გ. ყანჩელი, ქორეოგრაფი – ი. ზარეცკი, პრემიერა -11.02.1979წ.
თ. ჭილაძე – ,,როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის”, დამდგმელი _ რ. სტურუა, მხატვარი – მ. ჭავჭავაძე, პრემიერა – 14.01.1980წ.
შატროვი – ,,ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე”, მთარგმნელები _ ლ. ფოფხაძე, რ. სტურუა, დამდგმელი – რ. სტურუა, მხატვარი – გ. ალექსი- მესხიშვილი, კომპოზიტორი – გ. ყანჩელი, ქორეოგრაფი ი. ზარეცკი, პრემიერა – 22.04.1980წ.
რ. სტურუა, ა. ვარსიმაშვილი, ლ. ფოფხაძე – ,,ვარიაციები თანამედროვე თემაზე”, დამდგმელი — რ. სტურუა, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი, მხატვარი –გ. ალექსი-მესხიშვილი, კომპოზიტორი – გ. ყანჩელი, ქორეოგრაფი –ი. ზარეცკი, პრემიერა – 27.01.1981წ.
უ. ლუისი – ,,ამჰერსტის მშვენება”, დამდგმელები _ რ. სტურუა, რ. ჩხეიძე, მხატვარი – შ. შეყლაშვილი (სავანელი), კომპოზიტორი – გ. ყანჩელი, პრემიერა – 31.12.1981წ.
რ. იბრაგიმბეკოვი – ,,დაკრძალვა კალიფორნიაში”, მთარგმნელი – გ. გოგიაშვილი, დამდგმელი _ რ. სტურუა, მხატვარი – თ.ნინუა, კომპოზიტორი – ბ. კვერნაძე. Pრემიერა – 01.01.1983წ.
ალ. ჩხაიძე, ,,სამიდან ექვსამდე” – დამდგმელები _ ბ. კობახიძე, რ. სტურუა, მხატვარი – მ. ჭავჭავაძე, პრემიერა – 31.05.1984წ.
მ. კვესელავა – ,,ას ერგასის დღე”, დამდგმელი _ რ. სტურუა, მხატვარი თ. ნინუა, კომპოზიტორი – გ. ყანჩელი, პრემიერა – 13.04.1985წ.
ა. ჭიჭინაძე, რ. სტურუა – ,,კონცერტი ორი ვიოლინოსათვის აღმოსავლური საკრავების თანხლებით”, დამდგმელი – რ. სტურუა, მხატვარი – გ. ალექსი-მესხიშვილი, კომპოზიტორი – გ. ყანჩელი, პრემიერა – 24.01.1986წ.
შექსპირი – ,,მეფე ლირი”, დამდგმელი – რ. სტურუა, მხატვარი – მ. შველიძე, კომპოზიტორი – გ. ყანჩელი, პრემიერა – 28.04.1987წ.
,,დედაო ღვთისაო”, ავტორი და დამდგმელი _ რ. სტურუა, მხატვარი მ. შველიძე, კომპოზიტორი – გ. ყანჩელი. პრემიერა – 26.05.1989წ.
დ. ტურაშვილი – ,,დიალოგები ორმოქმედებიან პიესისათვის”, დამდგმელი – რ. სტურუა, მხატვარი – მ. შველიძე, კომპოზიტორი – გ. ყანჩელი, ქორეოგრაფი – რ. წულუკიძე, პრემიერა – 05.10.1990წ.
,,საშობაო სიზმარი”- (ჩ. დიკენსის საშობაო მოთხრობების მიხედვით), თარგმანი და ინსცენირება – ო. ეგაძის და ლ. წულაძის, რეჟისორები – ო. ეგაძე, წულაძე, მხატვარი _ შ. გლურჯიძე, კომპოზიტორი – ნ. გაბაშვილი, ქორეოგრაფი _ გ. მარღანია, დადგმის ხელმზღვანელი _ რ. სტურუა, პრემიერა – 13.02.1993წ.
კალდერონ დე ლა ბარკა – ,,ცხოვრება სიზმარია”, მთარგმნელები _ რ. სტურუა და ლ. ფოფხაძე, დამდგმელი _ რ. სტურუა, მხატვრები – გ. ალექსი-მესხიშვილი და მ. შველიძე, მუსიკალური გაფორმება – ჯგუფი ,,ადიო”. პრემიერა – 22.07.1992წ. სევილია, 02.04.1993წ – თბილისი
ბრეხტი – ,,სეჩუანელი კეთილი ადამიანი”, მთარგმნელები _ რ. სტურუა და ლ. ფოფხაძე, დამდგმელი _ რ. სტურუა, მხატვრები _ გ. მესხიშვილი, მ. შველიძე, შ. გლურჯიძე, მუსიკალური გაფორმება – ჯგუფი ,,ადიო”, ქორეოგრაფი _ გ. მარღანია, დირიჟორი _ ლ. ოგანეზოვი. პრემიერა – 28.12.1993წ.
,,იაკობის სახარება” – (იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენის” მიხედვით), ავტორი და დამდგმელი _ რ. სტურუა, მხატვრები _ გ. მესხიშვილი და მ. შველიძე, ქორეოგრაფი _ გ. მარღანია. პრემიერა – 27.09.1994წ.
შექსპირი – ,,მაკბეტი”, მთარგმნელები _ რ. სტურუა და ლ. ფოფხაძე, დამდგმელი _ რ. სტურუა, მხატვარი _ მ. შველიძე, ქორეოგრაფი – გ. მარღანია, პრემიერა – 19.06.1995წ. სანკტ-პეტერბურგი, 15. 09. 1995წ. თბილისი
რობაქიძე – ,,ლამარა”, დამდგმელი _ რ. სტურუა, მხატვარი _ მ. შველიძე, ქორეოგრაფი _ გ. მარღანია, გამოყენებულია იოჰან სებასტიან ბახისა და გია ყანჩელის ნაწარმოებები, პრემიერა – 26.01.1997წ.
თაბუკაშვილი – ,,მერე რა, რომ სველია სველი იასამანი…”. დამდგმელები _ რ. სტურუა და დ. ხინიკაძე, მხატვარი _ მ. შველიძე, ქორეოგრაფი _ გ. მარღანია, მუსიკალური გაფორმება _ გ. სტურუასი, პრემიერა – 26.02.1997წ.
გოცი – ,,ქალი გველი”, თარგმანი და სცენური ვერსია ლ. ფოფხაძის, რ. სტურუასი და დ. საყვარელიძის, დამდგმელები _ რ. სტურუა, დ. საყვარელიძე, სცენოგრაფია და კოსტუმები -გ. ალექსი-მესხიშვილის, მხატვარ-ასისტენტი _ პ. რუდჩიკი, კომპოზიტორი _ გ. ყანჩელი, პრემიერა – 08.01.1998წ.
თ ჭილაძე – ,,ნახვის დღე”, დამდგმელები _ რ. სტურუა, გ. თავაძე, მხატავრი _ თ. ნინუა, ქორეოგრაფი _ გ. ალექსიძე, მუსიკალური გაფორმება – ი. საკანდელიძისა, პრემიერა – 03.06.1999წ.
ჭავჭავაძე – ,,კაცია-ადამიანი?!”. ილიას ტექსტზე მუშაობდნენ თ. გოდერძიშვილი და რ. სტურუა, სცენოგრაფია და კოსტუმები შესრულდა მ. შველიძის ესკიზების მიხედვით, სპექტაკლში გამოყენებულია გ. ყანჩელის ახალი ნაწარმოები ,,შთYX”, მსახიობებს სიმღერები შეასწავლა ა. ერქომაიშვილმა, სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაში მონაწილეობდა ი. საკანდელიძე, სცენურ მოძრაობაზე იმუშავა გ. ალექსიძემ და ყველაფერს თავი მოუყარა რ. სტურუამ ა. ენუქიძის დახმარებით. პრემიერა – 01.07.2000წ.
შექსპირი – ,,შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ”, მთარგმნელები _ ლ. ფოფხაძე და რ. სტურუა, დამდგმელი _ რ. სტურუა, მხატვარი _ გ. ალექსი-მესხიშვილი, კომპოზიტორი _ გ. ყანჩელი. Pპრემიერა – 02.02.2001წ.
შექსპირი – ,,ჰამლეტი”, მთარგმნელები ლ. ფოფხაძე და რ.სტურუა, დამდგმელი _ რ. სტურუა, მხატვარი _ მ. შველიძე, ქორეოგრაფი _ გ. ალექსიძე, პრემიერა – 21.11.2001წ.
ბეკეტი – ,,გოდოს მოლოდინში”, დამდგმელი _ რ. სტურუა, სცენოგრაფია და კოსტუმები – მ. შველიძის, მუსიკალური გაფორმება – გ. ყანჩელის, პრემიერა – 29.09.2002წ.
,,სტიქსი”, კომპოზიტორი _ გ. ყანჩელი, დამდგმელი _ რ. სტურუა, მხატვარი _ თ. ნინუა, პრემიერა – 25.11.2004წ.
ბუღაძე – ,,ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და…… პრეზიდენტი”, რეჟისორი _ რ. სტურუა, მხატვარი _ თ. ნინუა, ქორეოგრაფი _ კ. ფურცელაძე, სპექტაკლში გამოყენებულია ბახის, ბეთხოვენის, მინკუსის, გ. ყანჩელის მუსიკა, პრემიერა – 25.11. 2005წ.
კლდიაშვილი – ,,დარისპანის გასაჭირი”, რეჟისორები _ რ. სტურუა, ზ. პაპუაშვილი, მხატვარი _ მ. შველიძე, კომპოზიტორი _ გ. ყანჩელი, პრემიერა – 10.02.2006წ.
როუზი – ,,თორმეტი განრისხებული მამაკაცი”, თარგმანი ლ. ფოფხაძისა, რეჟისორები _ რ. სტურუა, რ. ჩხაიძე, მხატვარი _ თ. ნინუა, მუსიკალური გაფორმება – ია საკანდელიძის, პრემიერა – 24.03. 2006წ.
სამსონაძე – ,,ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი”, რეჟისორები _ რ. სტურუა, ა. ენუქიძე, მხატვარი _ მ. შველიძე, მუსიკალური გაფორმება – ი. საკანდელიძის, ქორეოგრაფი _ კ. ფურცელაძე, პრემიერა – 05.08. 2006წ.
ნოტომი – ,,მტრის ნიღაბი”, რეჟისორი _ რ. სტურუა, კოსტუმების მხატვარი _ ა. ნინუა, პრემიერა – 16.01.2007წ. (მცირე დარბაზი)
ჭილაძე – ,,ჭალას ჩიტი მომკვდარიყო”, დამდგმელი რეჟისორი _ რ. სტურუა, რეჟისორი _ ლ. ბურბუთაშვილი, მხატვარი _ თ. ნინუა, კომპოზიტორი _ გ. ყანჩელი, პრემიერა – 06.12.2007წ.
ა. სულაკაური – ,,სალამურა”, ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი – რ.სტურუა, რეჟისორები _ რ. ჩხაიძე და დ. კვირცხალია, მხატვარი _ კ. იგნატოვი (სპექტაკლის მხატვრობა აღდგენილია გ. ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით, კომპოზიტორი _ ნ. გაბუნია, ქორეოგრაფი _ კ. ფურცელაძე, სპორტული ილეთები _ კ. ხოშტარიასი, პრემიერა _ 30.12.2007წ.
ფ. დიურენმატი – ,,ვთამაშობთ სტრინდბერგს”, თარგმანი Mმ. ჭელიძის, რეჟისორები – რ. სტურუა, ა. ენუქიძე, მხატვარი მ. შველიძე, ქორეოგრაფი -კ. ფურცელაძე, პრემიერა – 28.10. 2008წ.
ფრიში – ,,ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი” რეჟისორები – რ. სტურუა, გ. ბრეგაძე, მხატვარი გ. ალექსი – მესხიშვილი, ქორეოგრაფი -კ. ფურცელაძე, პრემიერა – 07. 10. 2009წ.
უაილდი – ,,ვარსკვლავბიჭუნა”, რეჟისორები – რ. სტურუა, დ. მღებრიშვილი, მხატვარი – ა. ნინუა, ქორეოგრაფი – კ. ფურცელაძე, პრემიერა – 03. 01. 2010წ.
ჭილაძე _ ,,ნადირობის სეზონი”, რეჟისორი _ რ. სტურუა, მხატვარი _ თ. ნინუა, კომპოზიტორი _ გ. ყანჩელი, ქორეოგრაფი _ კ. ფურცელაძე, პრემიერა _ 07. 07. 2011წ.
ტერენს მაკნელი _ `მარია კალასი. გაკვეთილი~ (თეატრი ფაბრიკა, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობა, პრემ. 25.06.2013 წ.)
მარკ ტვენი _ `უფლისწული და მათხოვარი~, რეჟისორი –ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე, დადგმის ხელმძღვანელი _ რობერტ სტურუა, პრემიერა _ 30.12.2013 წ.
`ასულნი~ ფანტაზია პოლიკარპე კაკაბაძის პიესების მიხედვით (სცენური ვერსია რობერტ სტურუასი და ნინო კანტიძის, რეჟისორი _ რობერტ სტურუა, მხატვარი _ ანა ნინუა, ქორეოგრაფი _ მარიამ ალექსიძე, პრემიერა _ 16.09.2014 წ.)
უილიამ შექსპირი `იულიუს კეისარი~ (თარგმანი რობერტ სტურუასი და ნინო კანტიძის, რეჟისორი _ რობერტ სტურუა, მხატვარი _ მირიან შველიძე, კოსტიუმები ანა ნინუასი, ქორეოგრაფი _ მარიამ ალექსიძე, პრემიერა _ 01.06.2015 წ.)
ბერტოლდ ბრეხტი `დაკანონებული უკანონობა~ (25.05.2016 წ.)
ლაშა თაბუკაშვილი `სადღაც, ცისარტყელას მიღმა~ (21.01.2017 წ.)
სტურუას დადგმები უცხოეთში:
კლდიაშვილი _ ,,სამანიშვილის დედინაცვალი”, საარბრიუკენი, მუნიციპალური თეატრი, პრემიერა _ 1974 წ.
ა. ოსტროვსკი _ ,,შმაგი ფულები”, დუსელდორფი, შაუშპილე ჰაუზი, პრემიერა _ 1977 წ.
შექსპირი _ ,,ეს როგორ მოგეწონებათ”, დუსელდორფი,
შაუშპილე ჰაუზი, პრემიერა _ 13.09.1980 წ.
სოფოკლე _ ,,ელექტრა”, ათენის თეატრი, ძველბერძნული დრამის ფესტივალი, პრემიერა _ 1986 წ.
შატროვი _ ,,ბრესტის ზავი”, მოსკოვი, ვახტანგოვის სახ. თეატრი, პრემიერა _ 30.11.1987 წ.
ბრეხტი _ ,,დედილო კურაჟი”, Bბუენოს-აირესი, სერვანტესის სახ. ნაციონალური თეატრი, პრემიერა _ 11.11.1988 წ.
სოფოკლე _ ,,ოიდიპოს მეფე”, ათენი, თეატრი ,,ათენაუმი”, პრემიერა _ 1989 წ.
მოლიერი _ ,,ტარტიუფი”, თელ-ავივი, გაბიმას თეატრი, პრემიერა _
27.12.1989 წ.
ჩეხოვი _ ,,სამი და”, ლონდონი, სამეფო თეატრი (Qუეენ’ს თჰეატრე), პრემიერა _ 1990 წ.
ჩაიკოვსკი _ ,,ევგენი ონეგინი”, ბოლონია, მუნიციპალური საოპერო თეატრი, პრემიერა _ 1990 წ.
შექსპირი _ ,,შეცდომათა კომედია”, Hჰელსინკი, ნაციონალური თეატრი, პრემიერა _ 1991 წ.
შექსპირი _ ,,ჰამლეტი”, ლონდონი, რივერ საიდ სტუდიოზ, პრემიერა _ 09.09.1992 წ. (შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ სპექტაკლი XX საუკუნის ,,ჰამლეტის” საუკეთესო დადგმების ათეულში შეიტანა.)
სოფოკლე _ ,,ანტიგონე”, სტამბული, მუნიციპალური თეატრი, პრემიერა _ 1994წ.
ჩეხოვი _ ,,თოლია”, ლონდონი, სამეფო თეატრი (Qუეენ’ს თჰეატრე), პრემიერა _ 1995 წ.
ლევინი _ ,,პირდაღებული”, თელ-ავივი, კამერული თეატრი, პრემიერა _ 1995წ.
შექსპირი _ ,,საწყაული საწყაულის წილ”, Hჰელსინკი, ნაციონალური თეატრი, პრემიერა _ 23.03.1995 წ.
ბრეხტი _ ,,სიმონა მაშარის სიზმრები”, ბუენოს-აირესი, პრეზიდენტ ალვეარას სახ. თეატრი, პრემიერა – 1997 წ.
შექსპირი _ ,,ჰამლეტი”, მოსკოვი, სატირიკონის თეატრი, პრემიერა _ 10.1998 წ.
სლონიმსკი _ ,,ივანე მრისხანეს ხილვები”, სამარა, ოპერის თეატრი, პრემიერა _ 20.02.1999 წ.
შექსპირი _ ,,კორეოლანი”, ათენი, ამფითეატრი იროდიო, პრემიერა _ 27.07.1999 წ.
შექსპირი _ ,,ვენეციელი ვაჭარი”, ბუენოს-აირესი, პრემიერა _ 20.10.1999 წ.
ყანჩელი ,,…და არს მუსიკა”, ვაიმარი, ოპერის თეატრი, პრემიერა _ 17.12.1999წ წ.
შექსპირი _ ,,ვენეციელი ვაჭარი”, მოსკოვი, თეატრი ,,Eტ ჩეტერა”, პრემიერა _04. 2000 წ.
შექსპირი _ ,,შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ”, სოფია, ეროვნული თეატრი, პრემიერა _ 26.04. 2001 წ.
გოლდონი _ ,,სენიორ ტოდერო”, მოსკოვი, სატირიკონის თეატრი, პრემიერა _ 15.03. 2002 წ.
ბეკეტი _ ,,კრეპის უკანასკნელი ჩანაწერი”, მოსკოვი, თეატრი ,,Eტ ჩეტერა”, პრემიერა _ 04.11.2002 წ.
პროკოფიევი _ ,,პიკის ქალი”, რომი, ოპერის თეატრი, პრემიერა _ 2002წ.
სოფოკლე _ ,,ოიდიპოს მეფე”, კიევი, ფრანკოს სახ. ეროვნული თეატრი, პრემიერა _ 02.05. 2003 წ.
ჩაიკოვსკი _ ,,მაზეპა”, მოსკოვი, დიდი თეატრი, პრემიერა _ 30.01.2004 წ.
შექსპირი _ ,,ჰამლეტი”, Aანკარა, სახელმწიფო თეატრი, პრემიერა _ 08.05. 2004 წ.
შექსპირი – ,,რომეო და ჯულიეტა”, მოსკოვი, პუშკინის სახ. თეატრი, პრემიერა _ 04.07. 2004 წ.
ბრეხტი _ ,,არტურ უის კარიერა”, Bბუენოს-აირესი, პრემიერა _
2005 წ.
შექსპირი _ ,,მეფე ლირი”, იერუსალიმი, კამერული თეატრი, პრემიერა – 03.05. 2007წ.
34. შექსპირი – ,,ქარიშხალი”, მოსკოვი, თეატრი ,,Eთ ჩEთEღA”,
პრემიერა _ 25. 09. 2010წ.
35. შექსპირი _ ,,ჭირვეულის მორჯულება”, ათენი,
პრემიერა _ 25.03. 2011წ.
ტერიკ ნუი _ `კარგი ადგილი კი მოგინახავთ ძაღლების გამოსაკვებად~, მოსკოვი, თეატრი Eთ ჩEთEღA, პრემიერა _ 25.09.2012 წ.
უილიამ შექსპირი _ `შეცდომათა კომედია~, მოსკოვი, თეატრი Eთ ჩEთEღA, პრემიერა _ 03.12.2013 წ.
ოუჯინ ო’ნილი _ `ელექტრას ძაძები შვენის~, არგენტინა, სან მარტინის თეატრი, პრემიერა _ 08.05.2014 წ.
სტურუას საოპერო დადგმები:
კვერნაძე, ,,იყო მერვესა წელსა…”, 1983 წ. (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი)
ყანჩელი, ,, … და არს მუსიკა”, 1984 წ. (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი)
დოლიძე, ჯ. კახიძე, ,,ბარბალე” (,,ქეთო და კოტე”), 1986 წ. (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი)
ჩაიკოვსკი, ,,ევგენი ონეგინი”, 1990 წ. (ბოლონია, მუნიციპალური საოპერო თეატრი)
ვერდი, ,,ოტელო”, 1991 წ. (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი)
პროკოფიევი, ,,ცეცხლოვანი ანგელოზი”, (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი)
ბიზე, ,,კარმენი”, 16.05.1992 წ. (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი)
სლონიმსკი, ,,ივანე მრისხანეს ხილვები”, 1999 წ. (სამარის ოპერის თეატრი)
ყანჩელი, ,,…და არს მუსიკა”, 1999 წ. (ვაიმარის ოპერის თეატრი)
ჩაიკოვსკი, ,,პიკის ქალი”, 2002 წ. (რომის ოპერის თეატრი)
ჩაიკოვსკი, ,,მაზეპა”, 2004 წ. (მოსკოვი, დიდი თეატრი)