რუსთაველის თეატრის წარმატებული გასტროლი ასტანაში!!!
ყაზახეთის დედაქალაქში, ასტანაში 17-26 ივნისს, Expo 2017-ის ფარგლებში გაიმართა პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,ასტანა’’.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრებთან ერთად ჩვენი თეატრი წარსდგა სპექტაკლით ,,მარია კალასი. გაკვეთილი’’.
რუსთაველის თეატრის სპექტაკლი ფესტივალის უმთავრეს მოვლენად იქცა. დიდი მოწონება დაიმსახურეს ჩვენი დასის წევრებმა: ლელა ალიბეგაშვილმა, დავით უფლისაშვილმა, ქეთი სვანიძემ, დავით დარჩიამ, ლელა ახალაიამ, ტენორმა არჩილ გოგიტიძემ.
ვულოცავთ ბატონ რობერტ სტურუას, დასის წევრებს, შემოქმედებითსა და ტექნიკურ ჯგუფს მორიგ წარმატებას.