სპექტაკლის შესახებ
სტიქსი – მითიური მდინარე მიწისქვეშა სამეფოში, სადაც განსვენებულთა სულები სახლობენ.
სტიქსი – დიდებული რეკვიემი, რომელიც კომპოზიტორმა გია ყანჩელმა მშობლებისა და ახლო მეგობრების ხსოვნას მიუძღვნა.
სტიქსი – სპექტაკლი ფანტაზია, რომელიც რობერტ სტურუამ თავისუფალი ლექსის ფორმით გაიაზრა და მიუძღვნა მათ, ვინც ამ ცხოვრებიდან, ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე წლებში, ისე წავიდა, რომ ვერც გაიგო რა მოხდა.
ეს არის სამყარო, სადაც ცოცხლობენ და უყვართ, თამაშობენ ფარსს და ძალაუფლებისკენ მიილტვიან, იტანჯებიან და სძულთ.