რუსთაველის ეროვნული თეატრი აცხადებს 19-დან 25 წლამდე ასაკის მსახიობების შერჩევას. ქასთინგი ჩატარდება 24, 25 მაისს და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დრამის და კინოს მსახიობის სპეციალობის სტუდენტს ან კურსდამთავრებულს.
მსახიობს ეძლევა თავისუფალი არჩევანის საშუალება წარმოადგინოს ნაწყვეტი, ლიტერატურული ან დრამატურგიული ნაწარმოებებიდან.
ქასთინგში მონაწილოების მისაღებად გთხოვთ წარმოადგინოთ:
პროფესიული რეზიუმე;
ფოტოები;
პირადობის მოწმობის ასლი;
დაინტერესების შემთხვევაში ინფორმაცია მოგვაწოდეთ მეილზე:
info@rustavelitheatre.ge;
ან რუსთაველის ეროვნულ თეატრში მისამართზე: რუსთაველის გამზ. #17
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 21 მაისი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 933 818
