ccccccccc

რუსთაველის თეატრის (,,არტისტული საზოგადოების”)  შენობის პროექტის ავტორები საგუბერნიო ინჟინერი კორნელი ტატიშჩევი და თბილისის საქალაქო არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩი არიან. მშენებლობა ,,ისაია პიტოევისა და ამხანაგობის” სავაჭრო სახლმა ითავა.  საძირკველი  1898 წლის 18 ნოემბერს გაიჭრა.

1901 წლის 7 თებერვალს გაზეთი ,,ივერია” იუწყებოდა: ,,6 თებერვალს, ნაშუადღევს 2 საათზე აკურთხეს გოლოვინის პროსპექტზედ ახლად აგებული დიდი შენობა ტფილისის საარტისტო საზოგადოებისა”.

არქიტექტორებმა გვიანდელი ბაროკოსა და როკოკოს ორნამენტიკა გამოიყენეს. თავდაპირველად შენობას მრავალფუნქციური დანიშნულება ჰქონდა, იგი საკლუბო ნაგებობას წარმოადგენდა. პირველ სართულზე განთავსებული იყო მაყურებელთა  ხოლო მეორეზე – საკონცერტო დარბაზი , სარდაფი რესტორან ,,ანონას” ეკავა, რომელიც მოგვიანებით, 20–იან წლებში, ,,ცისფერყანწელთა” კაფე-რესტორან ,,ქიმერიონად” გადაკეთდა.

1949 წლის 9 ივნისს ხანძარმა შენობა გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ ფასადი, რუსთაველის პროსპექტზე, რომლის  აღდგენა ერთ წელიწადში მოხერხდა.

XX საუკუნის 70 –იან წლებში ძნელაძის (ახლანდელი თაბუკაშვილის) ქუჩის მხრიდან შენობას შვიდსართულიანი ნაგებობა დაემატა, სადაც განთავსდა მსახიობთა საგრიმიოროები, სარეპეტიციო და სპორტული დარბაზები,  ტექნიკური საამქროები.

შენობას რეკონსტრუქცია 1982 – 87 და 2003 – 2005 წლებში ჩაუტარდა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში  ნაწილობრივ აღდგა  კაფე ,,ქიმერიონის” უნიკალური ფრესკები,  ხოლო ზედა ფოიეში განთავსდა კოკა იგნატოვის მიერ შესრულებული პანო – ,,თეატრი”.

ამჟამად  რუსთაველის თეატრს  უახლესი აპარატურით აღჭურვილი სამი დარბაზი აქვს: დიდი – 778 ადგილი, მცირე – 263 და ექსპერიმენტული – 182 ადგილი, ასევე – ,,სამეჯლისო  დარბაზი“,  ,,სასტუმრო ოთახი” და  VIP მისაღები.

reklama1 reklama2 reklama3 reklama4 reklama5 reklama6 reklama7 reklama8 reklama9