ჯემალ ღაღანიძე
დაიბადა 1933 წელს.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
რუსთაველის თეატრის მსახიობია 1956 წლიდან.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
ბატონი სიმო (ბ. ნუჩინი ,,ფილოსოფიის დოქტორი”, რეჟისორი – მ. თუმანიშვილი),
წიწოლა (დ. გაჩეჩილაძე ,,ბახტრიონი”, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მოტივებზე, რეჟისორი – დ. ალექსიძე),
ელგუჯა (გ. ხუხაშვილი ,,ზღვის შვილები”, რეჟისორი – მ. თუმანიშვილი),
მამუკა (ვ. კანდელაკი ,,ერთხელ დახოცილები”, რეჟისორი – ა. ჩხარტიშვილი),
ჩივერი (ა. მილერი ,,სეილემის პროცესი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
როზენკრანცი (შექსპირი ,,ჰამლეტი”, რეჟისორი – დ. ალექსიძე),
კაკული (გ. სუნდუკიანი,,პეპო”, რეჟისორი – დ. ალექსიძე),
ბ-ნი გიორგი (ნ. დუმბაძე ,,მზიანი ღამე”, რეჟისორი – რ. სტურუა),
არჩილ ფორია (ლ. ქიაჩელი ,,გვადი ბიგვა”, რეჟისორი – მ. თუმანიშვილი),
ფირუზა (ო. მამფორია ,,მეტეხის ჩრდილში”, რეჟისორი – გ. ლორთქიფანიძე),
ვაჭარი ტყუილკოტრიანცი (ა. ცაგარელი ,,ხანუმა”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ლავრენტი და მამამთილი (ბ. ბრეხტი ,,კავკასიური ცარცის წრე”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ტირელი (შექსპირი ,,რიჩარდ III”, რეჟისორი – რ. სტურუა),
კახელი, ქმარი (დ. ტურაშვილი ,,დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის”, რეჟისორი – რ. სტურუა),
I ღმერთი (ბ. ბრეხტი ,,სეჩუანელი კეთილი ადამიანი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
II ალქაჯი (შექსპირი ,,მაკბეტი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
შალვა (რ. ჰარვუდი ,,მოხუცი ჯამბაზები”, რეჟისორი – გ. კაპანაძე),
ბენვოლიო (ნ. იორდანოვი ,,გონზაგოს მკვლელობა”, რეჟისორი – გ. გოშაძე),
გეურქა (ზ. ანტონოვი ,,მზის დაბნელება საქართველოში”, რეჟისორი – გ. კაპანაძე).
ჯონ კენტი (მ. ტვენი ,,უფლისწული და მათხოვარი”, რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე)
მონაწილეა სპექტაკლისა “ჯადოსნური ღამე”.
მიღებული აქვს წოდებები და ჯილდოები:
1967 წ. – საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
1979 წ. – სსრკ სახელმწიფო პრემია
1980 წ. _ საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
1998 წ. _ ღირსების ორდენი
2007 წ. – იპოლიტე ხვიჩიას სახელობის Pპრიზი ,,იპო’’
2009 წ. – კოტე მარჯანიშვილის სახელობის Pპრემია
2010 წ. _ იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია
2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის ,,ვარსკვლავი’’