2018 წლის 25 – 27 ივლისს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მონაწილეობა მიიღო კვიპროსის ძველი ბერძნული დრამის ყოველწლიურ თეატრალურ ფესტივალში და სოფოკლეს „ელექტრა“ წარადგინა. სპექტაკლები გაიმართა ქ. პაფოსში მდებარე ანტიკურ ამფითეატრ „ოდეონში“, ქ. ნიქოზიას აღლანჯას რაიონში მდებარე ამფითეატრ „სკალიში” და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა. რობერტ სტურუას, გრიგორის კარანტინაკისისა, ნინო კანტიძისა და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის ძველბერძნული ტრაგედიის ვერსიამ დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლს უაღრესად დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა ადგილობრივ პრესაშიც.
