24 ოქტომბერს,
კაუნასის (ლიეტუვა) ეროვნული დრამატული თეატრის გასტროლი რუსთაველის თეატრში.
GENTIS
საგვარეულო
რეჟისორი – აგნიუს იანკევიჩუსი;
სცენოგრაფიის და კოსტიუმების მხატვარი – ლაურა ლუიშაიტიტე;
ვიდეოს და განათების მონტაჟისტი – ვლადიმირას შერსტაბოევი;
მონაწილეობენ:
ინგა მიკუტავიჩუტე, საულიუს ჩუჩელისი, ეგლე გრიგალიუნაიტე, იურატე ონაიტიტე, კესტუტის პოვილაიტისი, დაივა რუდოკაიტე, გინტაუტას ბეიერისი.
სპექტაკლი ,,საგვარეულო” არის მცირე ლიეტუვის ეპოსი, რომელიც აკავშირებს ამ მხარის განვითარების ისტორიულ, პოლიტიკურ, ეთნიკურ, რელიგიურ ცვლილებებს.
როჟე (რედ. გოგოს სახელი) – შიმონების ოჯახის უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელსაც დედისგან ეანდერძა აუსრულებელი ოცნება სიყვარულისა, მშობლებისგან ცოდვები, სევდითა და მონატრებით სავსე თვალები, რომლებიც ასე აშინებს ხალხს, თითქოს მათში არეკვლილია მთელი საგვარეულოს ისტორია, შურისძიებითა და ეჭვებით, სიყვარულითა და ღალატით, რწმენითა და იმედით სავსე.
სპექტაკლი დაფუძნებულია ლიეტუვური ლიტერატურის ოქროს ფონდის ნაწარმოებზე – იევა სიმონაიტიტეს რომანზე ,,აუკშტუიელი შიმონების ბედი”
სპექტაკლში თამაშობს ცნობილი ლიეტუვის თეატრისა და კინოს მსახიობი იურატე ონაიტიტე.
2015 წელს დაჯილდოებულია პუბლიკის სიმპათიის ჯილდოთი.
სპექტაკლის პრემიერა შედგა 2014 წლის აპრილში
უანტრაქტო სპექტაკლი.
სპექტაკლის ხანგრძლივობა – 2 სთ. (ანტრაქტის გარეშე)
თეატრის გასტროლებს საქართველოში მხარს უჭერს ლიეტუვის კულტურის სამინისტრო.
პარტნიორები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი.