ექსპერიმენტული სცენა; დრამა ერთ მოქმედებად
ზიგმუნდ ფროიდს მძიმე დღეები დაუდგა. ვენაში ნაცისტები შემოიჭრნენ. დაიწყო ებრაელების მასობრივი დევნა. ფროიდი ებრაელია და ფაშისტები მასაც ავიწროებენ. მეცნიერის ქალიშვილი ანა გესტაპოში მიჰყავთ და… სწორედ ამ დროს ოჯახს უცნობი ეწვევა. უცნობი ეუბნება მე ღმერთი ვარო. ათეისტი ფროიდი სტუმრის განაცხადს თავდაპირველად სერიოზულად არც აღიქვამს, შემდეგ კი მათი საუბარი საინტერესოდ და საკმაოდ უცნაურად წარიმართება.